საზოგადოება
პენსია მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარი, ხოლო სხვაგან 365 ლარი - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გაიზრდება, ხოლო სხვაგან - 365 ლარამდე.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით.


„ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე , სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.

გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს, მკვეთრად გამოხატული შშ პირთა სოციალური გასაცემელის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დევნილებისთვის. მისი განცხადებით, ამისთვის 2023 წელს 250 მილიონი ლარია განსაზღვრული.


| Print |
FaceBook Twitter Google