საზოგადოება
პრემიერი: პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20%-ით გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება.
მისივე განმარტებით, ამისთვის უკვე გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.

"იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10 პროცენტით, იანვარში კიდევ გაიზრდება 10 პროცენტით ხელფასები და ეს გაგრძელდება მომდევნო წლებში. ჩვენ გამოვკვეთეთ ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მათი ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება იანვრიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google