საზოგადოება
10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21გრადუსიდან +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27გრადუსიდან +32 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29 გადუსიდან +31-მდე, 6-7 ოქტომბერს +25 გრადუსიდან +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება.

| Print |
FaceBook Twitter Google