საზოგადოება
ყვარელში კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროექტი დაიწყო
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ყვარელში დაიწყო პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს", რომლის ფარგლებშიც 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები მიიიღებენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის მომსახურებას.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბავშვების შეფასების პროცესი, რომელსაც სერვისის კადრი ახორციელებს.

„კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პროექტის - „თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს“ მიზანია, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის მოწყვლადი პირებისთვის შესაბამისი სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ოჯახების მხარდაჭერა და საკითხების ადვოკატირება მრავალფეროვანი სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის,“- აცხადებენ ცენტრში.

ცნობისთვის, პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს“ AAssociation Anika • ასოციაცია ანიკას მხარდაჭერით იწყება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.

| Print |
FaceBook Twitter Google