საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა - მისი ვინაობა ცნობილია
დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ედიშერ კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო. იგი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

აღსანიშნავია, რომ ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო.
| Print |
FaceBook Twitter Google