საზოგადოება
ლაგოდეხში ახალგაზრდებისთვის ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველად ლაგოდეხში, ახალგაზრდებისთვის ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.
მათივე თქმით, 20 ოქტომბერს დაგეგმილ ჩემპიონატში, მონაწილეობის მიღება შეუძლია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მხოვრებ 15დან-29 წლამდე ადამიანებს.

„გამარჯვებული გუნდი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ საქართველოს ჩემპიონატში“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, მონაწილეობა თავისუფალია ხოლო მონაწილეთა რაოდენობა - შეზღუდული, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პირველი 60 რეგისტრირებული ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს 18 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 551962181/599381835.

ცნობისთვის, ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი ე.წ. მარკერი და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.



| Print |
FaceBook Twitter Google