საზოგადოება
საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ახლო მომავალში, 20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /