საზოგადოება
საგარეჯოში ახალგაზრდებისთვის ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველად საგარეჯოში, ახალგაზრდებისთვის ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.
მათივე თქმით, 21 ოქტომბერს დაგეგმილ ჩემპიონატში, მონაწილეობის მიღება შეუძლია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მხოვრებ 16-დან-29 წლამდე ადამიანებს.

ორგანიზატორების განმარტებით, მონაწილე გუნდების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდულია და არ უნდა აღემატებოდეს 12-ს.

„თამაში ჩატარდება ღია სივრცეში. ადგილისა და დროის შესახებ მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ“-აცხადებენ მერიაში.


| Print |
FaceBook Twitter Google