გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 ოქტომბერს,
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია წვიმა,
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც.
29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19
გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის
ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ქარი.
მასალის გამოყენების პირობები