საზოგადოება
გურჯაანის ახალგაზრდულ საბჭოში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ საბჭოში ახალი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და კლუბის ლიდერები აირჩიეს.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი მარიამ წიკლაური გახდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - მარიამ შანყულაშვილი.

„ველოდი თუ არა, რომ გავხდებოდი საბჭოს პრეზიდენტი? კი, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ, რომ მყავდა მართლაც ძლიერი კონკურენტები. ვფიქრობ, საბჭოს ღირსეულად გავუძღვები და გურჯაანელ ახალგაზრდებთან ერთად, ბევრ გასართობ და შემეცნებით პროექტს შევთავაზებთ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ასაკის მოსახლეობას,“-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში ახალი პრეზიდენტი მარიამ წიკლაური.

საბჭოს ტურიზმის კლუბის ლიდერად ანა წიკლაური აირჩიეს, კულტურისა და სპორტის კლუბის ლიდერი მაკო ნადაშვილი გახდა, ეკოლოგიის კლუბის- ნიკოლოზ ჯაფოშვილი, არაფორმალური განათლების კლუბის ლიდერი კი - ნინია მოსემღვდლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ახალგაზრდული საბჭო მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, 2016 წელს შეიქმნა.


| Print |
FaceBook Twitter Google