საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების უფროსი სპეციალისტი ნატა რუაძე დაინიშნა.

მისი განმარტებით, გამოცხადებული იყო ვაკანსია და შემოთავაზების შედეგად, მოვალეობის შესრულებას 7 დეკემბრიდან შეუდგა.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ვმუშაობდი იურიდიულ სამსახურში, უფროს სპეციალისტად. იყო გამოცხადებული ვაკანსია და შემოთავაზების შედეგად, 7 დეკემბრიდან გადმოვედი ბაღების გაერთიანებაში,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ნატა რუაძე.

როგორც ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი, შორენა ფროდიაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მისივე თქმით, ის რჩება ბაღების გაერთიანებაში და მუშაობას აგრძელებს კვება-ჰიგიენის საკითხების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.










| Print |
FaceBook Twitter Google