საზოგადოება
გურჯაანში ბაღის აღსაზრდელები ათ ლარამდე ღირებულების საახალწლო ნობათს მიიღებენ
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ახლადდანიშნული დირექტორის, ნატა რუაძის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე აღსაზრდელები საშობაო ნობათით დასაჩუქრდებიან.
მისი განმარტებით, ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული კომპანია აღსაზრდელებისთვის 17 549 ლარის ღირებულების ტკბილეულს შეიძენს.

„როგორც ყოველთვის, წელსაც გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. აღსაზრდელებს  გადაეცემათ საშობაო საჩუქრები ტკბილეულის სახით. ტენდერი გამოცხადებული იყო 18 870 ლარზე, ტენდერი შედგა 17 549 ლარზე. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 37 ბაღის 1800 აღსაზრდელი მიიღებს კუთვნილ ნობათს. თითოეულ პაკეტში იქნება 9 სახეობის ტკბილეული და მისი ღირებულება 10-ლარამდეა,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ნატა რუაძე.

ხელმძღვანელის ცნობით,საშობაო არდადეგები სავარაუდოდ 26 დეკემბერს დაიწყება, ხოლო როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
| Print |
FaceBook Twitter Google