საზოგადოება
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირი გადაიკეტება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, საღამომდე გადაიკეტება.
"ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩის ნაწილზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, დღეს დღის ბოლომდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"-აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანი 2023 წელს განსხვავებულად შეხვდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ განუცხადა.


| Print |
FaceBook Twitter Google