საზოგადოება
გურჯაანში სილამაზის სალონების მონიტორინგი მიმდინარეობს
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სილამაზის სალონების აღრიცხვა, პასპორტიზაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სალონების აღრიცხვა-პასპორტიზაცია. სულ მუნიციპალიტეტში 100- ზე მეტი ამ საქმიანობის მწარმოებელი პროვაიდერი აღირიცხა, რომელთაც მიეცათ რეკომენდაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გასაახლებლად. ხოლო შერჩევითი კონტროლი-მონიტორინგის განხორციელება დიწყება უახლოეს პერიოდში ინფექციური დაავადების გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,“-აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, აღნიშნული უფლებამოსილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 473 დადგენილებით განისაზღვრა და ესთეტიკური საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისობას აფასებს.

ცნობისთვის, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, როგორც უფლებამოსილი ორგანო, აქტიურ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალურ ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონებში.












| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სალონი /