საზოგადოება
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდას ბარათით შეძლებთ
თელავის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 16 იანვრიდან მგზავრობა ფასიანი გახდება. თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. მერიის ინფორმაციით, გადახდისას მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს როგორც თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათი, ისე სატრანსპორტო ბარათი. სამგზავრო ბარათის ღირებულება 2 ლარი იქნება. ამოქმედდება კონტროლიორების სისტემაც.

აღსანიშნავია, რომ შეღავათით მოსარგებლე პირებს მგზავრობის საფასურის გადახდა შეეძლებათ პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათების გამოყენებით, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 0 350 27 23 00.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება.

ცნობისთვის, სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის თელავის ფილიალში (მის: ქ.თელავი, რუსთაველის 27), სატრანსპორტო ბარათის აღებას ასევე შეძლებთ სპარის მაღაზიათა ქსელში.

მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე კატეგორიის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google