საზოგადოება
გასულ წელს სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 178 426 შეადგინა, პენსიის კი - 808 326
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სოციალური პაკეტით მოსარგებლე პირებისა და პენსიონერების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
2022 წელს სოციალური პაკეტით მოსარგებლეთა რაოდენობა, წინა წლების მონაცემებთან შედარებით, მზარდია და 178 426 შეადგენს. მათგან 33.3 პროცენტი ქალია და 66.7 პროცენტი – კაცი.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა, გასულ წელს რეგიონების მიხედვით ასეა გადანაწილებული:

აჭარის ვტონომიური რესპუბლიკა - 20 578
გურია - 5785
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1683
კახეთი - 14638
იმერეთი - 29568
მცხეთა-მთიანეთი - 4212
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 17 077
სამცხე-ჯავახეთი - 6 504
ქვემო ქართლი - 15 221
შიდა ქართლი - 14 824
თბილისი - 48333

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო სულ 369 515 ოჯახი და შემწეობას იღებდა - 149 864.

რაც შეეხება პენსიონერთა რაოდენობას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ასაკით პენსიონერების რიცხვია 808 326, რომელთაგან 73,3 % ქალია, ხოლო 28,7%- კაცი .

| Print |
FaceBook Twitter Google