საზოგადოება
გურჯაანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 520 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები, დღეს დასრულდა.

შემაჯამებელი შეხვედრები, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ესწრებოდა, კოლაგში, ბაკურციხეში, კარდენახში, ნანიანსა და ჭერემში გაიმართა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა სკვერი, საუბნო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, დაემატება წყლის რეზერვუარი და საბავშვო ბაღის ეზოს ინვენტარი.
| Print |
FaceBook Twitter Google