საზოგადოება
ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, 23 თებერვალს, ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიწისძვრის სიღრმე 10 კმ-ს შეადგენს, როგორც ამას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV აცხადებს, ჩინეთის მიწისძვრის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტელეარხი იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის უახლოესი საზღვრიდან დაახლოებით 82 კმ-ში იყო და ძლიერად იგრძნობოდა დასავლეთ სინძიანის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის, კაშგარსა და არტუქსში.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კაშგარში ელექტროენერგიისა მიწოდება და კომუნიკაცია არ შეწყვეტილა, იტყობინება სახელმწიფო მედია Xinhua.

სინძიანის სარკინიგზო დეპარტამენტმა შეაჩერა სამგზავრო მატარებლები, რომლებიც სამხრეთ სინძიანის სარკინიგზო მაგისტრალის აქსუ-კაშგარის მონაკვეთზე მოძრაობდნენ.

ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ამოწმებს ხიდებს, გვირაბებსა და უსაფრთხოების სისტემებს.
| Print |
FaceBook Twitter Google