საზოგადოება
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 70 თეთრი იქნება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხარდაჭერით მიღებული დადგენილებით, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 70 თეთრი იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე ბიუჯეტი სრულად იძლევა ტარიფების შემცირების საშუალებას.

მისივე განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, 40 თეთრს გადაიხდიან.

„დავიწყეთ გუნდში მსჯელობა, თუ როგორ შეგვემცირებინა ტარიფი, რადგან ჩვენი მთავარი დაპირება იყო მოსახლეობის მიმართ, რომ აუცილებლად დავაკვირდებოდით ბიუჯეტის პარამეტრებს და ბიუჯეტმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ნაცვლად ლარისა, ყოფილიყო 70 თეთრი. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ შეღავათებით, გადაიხდიან მხოლოდ 40 თეთრს. ასევე გუნდში კონსულტაციის შედეგად თელავში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ყველა ისარგებლებენ უფასოდ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თელავის მუნიციპალიტეტისათვის. ძალიან ბევრი სვამს კითხვას, თუ რატომ მოვახდინეთ ამ ტარიფების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის ასეთი მძიმე კრიზისი ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ჩვენ გავედით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, რაც ცხადია აისახა თელავის მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე და ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ საზოგადოებრივი ტარიფი მოსახლეობაზე კიდევ უფრო შეგვემცირებინა,“-აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.





| Print |
FaceBook Twitter Google