საზოგადოება
არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს - 200-ზე მეტი პროფესორის მიმართვა პარლამენტს
არ მიიღოთ რუსული კანონი - საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართა და მოუწოდა არ დაუჭიროს მხარი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი ამჟამად პარლამენტში განიხილავენ აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. განცხადებაზე ხელმომწერები მოუწოდებენ დეპუტატებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი.

„საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას.

დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა.

ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.

დღეს კი დოკუმენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის წინ სტუდენტები, საზოგადოების, არასამთავრობო
ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები
აქციას მართავენ. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს
აპროტესტებენ, რომელიც რუსული კანონის ანალოგია.
პარლამენტის წინ სტუდენტები, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც რუსული კანონის ანალოგია.
13:14 / 07.03.2023
„პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა
კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ
შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს
პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,
კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ,
სავალალო განვითარებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს მარნების
წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს მარნების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
12:38 / 06.03.2023
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრების
მხარდაჭერით მიღებული დადგენილებით, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით
მგზავრობის ღირებულება 70 თეთრი იქნება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხარდაჭერით მიღებული დადგენილებით, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 70 თეთრი იქნება.
17:47 / 01.03.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით,
შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის, მისი შენახვის ადგილიდან
ტირში ან სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების
მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის მიღება მესაკუთრეს ელექტრონული
ფორმით - მომსახურების სააგენტოს ვებგვერდსა sa.gov.ge და აპლიკაციაში
(service agency) რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის, მისი შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის მიღება მესაკუთრეს ელექტრონული ფორმით - მომსახურების სააგენტოს ვებგვერდსა sa.gov.ge და აპლიკაციაში (service agency) რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ.
15:25 / 01.03.2023
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, თელავში, ერეკლე II-ის გამზირი, №16-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით
11:19 / 13-02-2023
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.
14:01 / 31-01-2023
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელიც ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
09:50 / 20-01-2023
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. გურჯაანში ასეთი 21 შენობა გამოვლინდა.
17:09 / 27-02-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომრაციით, ქალაქ გურჯაანში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება.
16:00 / 22-02-2023
სხვა ამბები
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ წუთებში ავრცელებს.
00:01 / 08-03-2023
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
20:38 / 07-03-2023
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განისაზღვრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
10:47 / 01-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
16:09 / 28-02-2023
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, 60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
15:11 / 28-02-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვალს ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში, 2008-2010 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
12:22 / 10-02-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2023 »»
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.