საზოგადოება
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა
დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1993 წელს, სიმბოლურად, პირველი ქართული გაზეთის - „საქართველოს გაზეთის” დაარსების დღეს, ერთობლივად დააწესეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.


აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთის” (შემდგომში „ქართული გაზეთის“) პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.
| Print |
FaceBook Twitter Google