საზოგადოება
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ამ დღესთან დაკავშირებით, 2023 წლის მსოფლიო გზავნილია - "ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის"!

ცნობისთვის, დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
| Print |
FaceBook Twitter Google