საზოგადოება
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა
დღეს ძლიერი ქარი და სეტყვა იყო კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემა შეიქმნა საგრეჯოში, სადაც სოფელი მანავი დაისეტყვა.

ასევე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა დავით-გარეჯის გზაზე, რის გამოც ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიადგა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მალე გაავრცელებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა /