საზოგადოება
ავტოსადგურები უნდა იყოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი-პრემიერი
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო.

პრემიერის თქმით, მთავრობა ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის - ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ტურისტების, ვიზიტორების და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას. ძალიან დიდი პრობლემები არსებობს იგივე თუნდაც ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული, ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროებს სახელმწიფოს ჩართულობას და ჩარევას.

ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, ჩვენ ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას, პერიოდს, იმისთვის, რომ გამოასწორონ ეს პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით,“- განაცხადა პრემიერმა.













| Print |
FaceBook Twitter Google