საზოგადოება
მუნიციპალურ დონეზე პრობაციონერებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

„მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.“-აცხადებენ სამინისტროში.

| Print |
FaceBook Twitter Google