საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქალია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს.

აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას. უფრო კონკრეტულად კი, ქალების რიცხოვნობა შეადგენს 1 942 500-სს, რაც მოსახლეობის 52%-ია, ხოლო კაცების რიცხოვნობა არის 1 793 800, რაც მოსახლეობის 48%-ია.

„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი,“ - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 736 400 კაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google