საზოგადოება
გურჯაანი კვლავ დატბორილია - ფოტომასალა დაზიანებული ლოკაციებიდან
გურჯაანში სტიქიიდან ხუთი დღის შემდეგ დატბორვის ფაქტები კვლავ ვლინდება. 19-20 ივნისის ღამით ძლიერი წვიმისა და დღის განმავლობაში მცირე ნალექის გამო წყალი როგორც ნავთისხევში, ასევე ახტალის ხევშიც კვლავ ადიდებულია, შედეგად ამ დრომდე დატბორილია წმინდა ნინოსა და სანაპიროს ქუჩები.

ქალაქის ცალკეულ ლოკაციებზე, რომლებიც ამ დრომდე დატბორილია, გართულებულია გადაადგილება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.

გთავაზობთ 20 ივნისის ფოტო-ვიდეომასლას გურჯაანიდან, სადაც ასახულია სტიქიის შედეგები და ქალაქის წერტილოვანი დატბორვის კადრები.



























| Print |
FaceBook Twitter Google