საზოგადოება
პარლამენტმა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი მიიღო
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს, 30 ივნისს, 76 ხმით მიიღო. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს, 30 ივნისს, 76 ხმით მიიღო.

კანონპროექტის ფარგლებში, ინერგება და რეგულირდება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, სისტემა და სტანდარტები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები და წყლის რესურსების მართვის სრული სამართლებრივი ბაზა განისაზღვრება.

კანონპროექტის მიზანია კლიმატური ცვლილებებისა და ზოგადად ბუნებრივი პროცესების გათვალისწინებით, წყალი იყოს თანაბარზომიერად ხელმისაწვდომი, ხოლო წყლის რესურსები - დაცული დაბინძურებისგან.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და სრულად ცვლის წყლის რესურსების მართვის პრინციპებს, აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, ევროდირექტივების შესაბამის თანამედროვე სისტემას.

| Print |
FaceBook Twitter Google