საზოგადოება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.
კოდექსის ნორმები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან - „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები კოდექსის 186-ე და 187-ე მუხლებში შედის.

კანონპროექტით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი.

ასევე, კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად: იმავე სარჩელით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმგვარი საფუძვლით, რომელიც მითითებული არ ყოფილა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი საფუძველი წარმოიშვა სარჩელის უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ.

| Print |
FaceBook Twitter Google