გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, N20ა-ში, წიგნის მაღაზიათა ქსელის
„ბიბლუსის“ ფილიალი გაიხსნა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გადაეცათ ვაუჩერები, რომლის საშუალებითაც
შეეძლოთ, მხოლოდ ერთი დღით, წიგნები შეეძინათ 25%-იანი
ფასდაკლებით.
ამავე დღეს „ბიბლუსის“ ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული ტურნე,
სადაც გურჯაანელ საზოგადოებას მწერალი გიორგი ხარაიშვილი შეხვდა. მან
სტუმრებს საავტორო წიგნი წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები