საზოგადოება
გურჯაანის ნაყინის დამფუძნებელი გურამ ბერიკაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანის ნაყინის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გურამ ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია კომპანიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„გურჯაანის ნაყინის ხელმძღვანელი, წარმოების სული და გული, გურამ ბერიკაშვილი, გარდაიცვალა.
ამ ადამიანის კეთილშობილებაზე ისტორიები ყველა ჩვენს თანამშრომელს ახსოვს და ემახსოვრება მუდამ. ამ ლეგენდარულმა პიროვნებამ შექმნა ბრენდი “გურჯაანის ნაყინი”, რომელიც მთელმა საქართველომ ასე შეიყვარა.

ყველაზე უბრალო, ყველაზე მიმტევებელი, ჩვენი ყარაჩოხელი აღარ გვყავს.
ღირსეულად გაგვეგრძელებინოს მისი საქმე!
ნათელი მის სულს!“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

speqtri.ge მწუხარებას გამოთქვამს გურამ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.
| Print |
FaceBook Twitter Google