საზოგადოება
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 29 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რეგიონებში ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.
მათივე თქმით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /