საზოგადოება
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს საკურორტო ვაუჩერები გადასცეს
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს საკურორტი ვაუჩერები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღანელთან ერთად გადასცა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ზაფხულს ამ ოჯახებმა შეძლონ შვილებისთვის გარემოს შეცვლა. თითოეული მათგანი ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან უნდა გრძნობდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტე, რომ პირადად შევხვედროდი მშობლებს და ეს დროული და საჭირო საჩუქარი გადამეცა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მოწყვლად ჯგუფებთან. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით, მსგავსი აქციები რეგულარულად ჩატარდება.“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

როგორც ცნობილია, სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ღირებულებას.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის პროგრამის მიხედვით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურება ფინანსდება.დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით. პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება.


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.