საზოგადოება
ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით - გიორგი ალადაშვილი
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდნენ.


შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბაისუბანში, პატარა გორში, ზემო და ქვემო მსხალგორში, ფონაში, ცოდნისკარში, თელასა და კაბლის თემის ოთხ სოფელში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.

მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, ათეულობით საცხოვრებელ სახლი სახურავების გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა ასევე, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც ამ ეტაპზე მოსახლეობას, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე დროულად გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მოხდა გზების გაწმენდა.


მათივე ცნობით, მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცედურა.






| Print |
FaceBook Twitter Google