საზოგადოება
ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ქორწინებას ხელს აფარებდა - თოზუ გულმამედლი არასრულწლოვანი გოგოს მკვლელობაზე
14 წლის გოგო, რომელიც ქმარმა მოკლა, რამდენიმე თვის წინ მოიტაცეს. როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი, თოზუ გულმამედლი ამბობს, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც მისი მოტაცების ამბავს ხელს აფარებდა, რადგან გოგონას სიკვდილში ყველა დამნაშავეა.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, ეს გოგო სავარაუდოდ სამი თვის წინ არის მოტაცებული. ფაქტია, რომ აქ სახელმწიფოს დიდი გულგრილობაა, რადგან თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. დამნაშავეა სკოლაც და ყველა ის, ვინც ხელს აფარებდა ამ დანაშაულს, მოტაცებას ვგულისხმობ. მკაცრად უნდა დაისაჯოს ეს ბიჭიც და ვინც ხელს აფარებდა, რათა მეორედ არ განმეორდეს ასეთი ამბავი,“ - ამბობს თოზუ გულმამედლი.

შეგახსენებთ, რომ გოგონა ახლობლის ქორწილში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მან გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google