საზოგადოება
სოფელ ალავერდში ყველის ზეიმის დღე გაიმართება
,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას “ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, 21 ოქტომბერს, 12 საათიდან 16 საათამდე, „ყველის ზეიმის დღე“ გაიმართება.

“გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ,, ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას “ მიერ უკვე ტრადიციად ქცეულ „ყველის ზეიმის დღეზე“, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 21 ოქტომბერს, 12 საათიდან 16 საათამდე, სოფელ ალავერდში, ახმეტის მუნიციპალიტეტი, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე (გუგლის რუკაზე იძებნება როგორც Alaverdi Blue).”-აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე თქმით, ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერები სიამოვნებით აჩვენებენ ყველის მოსამზადებლად გამოყენებულ უძველეს მეთოდებს და სტუმრებს მოუყვებიან სხვადასხვა სახის ყველის მომზადების სპეციფიკურ დეტალებზე.

მასპინძელ თუშ და პანკისელ მეყველეებთან ერთად გიმასპინძლებენ "სტუმარი მეყველეები" ზემო სვანეთიდან, მესხეთიდან და ქვემო ქართლიდან.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ყველის ფესტივალი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიების დევიზია "ახალი, უვნებელი, ნატურალური".





| Print |
FaceBook Twitter Google