საზოგადოება
გურჯაანს ვალერ მაზანიშვილი გამოაკლდა
გურჯაანის კოლორიტიო, ამბობენ და მართლაც შეიძლება ითქვას, რომ გურჯაანის კოლორიტი იყო. რაღაცნაირად უხდებოდა ქალაქს ეს უბოროტო ადამიანი. მგონია, რომ ყველას უყვარდა. შეუძლებელია, თავისი პოზიტივით ვინმეში დადებითი ემოცია არ გამოეწვია.

მგონი ყველა იცნობდა ვალერ მაზანიშვილს, პირადად თუ არა, შორიდან მაინც. სპექტრელებისთვის კი მხოლოდ გურჯაანის კოლორიტი კი არა, თანამშრომელიც იყო.

წლების წინ, როდესაც სპექტრი ბეჭდვური სახით გამოდიოდა, ვალერი ჩვენთან დისტრიბუტორად მუშაობდა. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს და გაზეთებს ჩვენს გამომწერებთან ერთგულად დაატარებდა.

მისი შეზღუდული შესაძლებლობები ჩვენთვის დაბრკოლება არ ყოფილა. ხან უკვე მიმიკებით ვხვდებოდით, რისი თქმა უნდოდა, ხანაც წერილობით გვქონდა კომუნიკაცია.

ამდენი წლის შემდეგაც კი გაჰყვა ჩვენი სითბო, რასაც უკანვე უშურველად გვიბრუნებდა. ქუჩაში შეხვედრისას შორიდანვე გვესალმებოდა, გვკითხულობდა, კოცნას გვიგზავნიდა...

speqtri.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველას, ვისაც გული დასწყვიტა.

| Print |
FaceBook Twitter Google