საზოგადოება
თელავში საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხეების მონტაჟი მიმდინარეობს
თელავში ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა. ნაძვის ხის მოწყობა დასრულების ეტაპზეა ალაზნის გამზრისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე სკვერშიც.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, 2024 წელს თელავი ახალი ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება.


„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს საჩუქრად ახალი ილუმინაციები გადაეცა, რომლებიც მთავარ მოედანზე, ასევე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში განთავსდა. ნაძვის ხეები განთავსდა ასევე სოფლებში ჯუღაანსა და წინანდალში.“ - ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს გაიმართება.



| Print |
FaceBook Twitter Google