საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 8 მსჯავრდებული შეიწყალა.

ადმინისტრაციის ცნობით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ისინი დაუყოვნებლივ დატოვებენ დაწესებულებას.

რაც შეეხება დარჩენილ ორ მსჯავრდებულს, მათ სასჯელის ვადა შეუმცირდათ. მათ შორის ერთი ქალია.

| Print |
FaceBook Twitter Google