საზოგადოება
ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები გადახადა
გუშინ ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა. სტიქიამ ათეულობით სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები და ღობეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ speqtri.ge-ს განუცხადა, კომისიები ადგილზე მუშაობენ და ზარალს ითვლიან.

„უკანა მხრის ზონაში, ბაკურციხესა და ვეჯინშიც გვაქვს დაზიანებები. ეხლაც ორი კომისიაა გასული, სათითაო სახლს ამოწმებენ და ითვლიან ზარალს. დილის 9 საათისთვის უკვე იყო 35 ბინა და შემდეგ იმატებდა მონაცემები. ზუსტი შედეგი ხვალ შუადღისთვის გახდება ცნობილი,“ - ამბობს მერის მოადგილე, კოტე ბერიძიშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google