საზოგადოება
კახეთში 17 თებერვლიდან ტემპერატურა დაიკლებს
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 15-17 თებერვალ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო), სააგენტოს ცნობით, 15-16 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.


მცირე წვიმაა მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დედაქალაქშიც დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /