საზოგადოება
24 თებერვალს უკრაინელი ავტორების წიგნების პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მისი წევრი გამომცემლების ორგანიზებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით, შაბათს, 24 თებერვალს, ბიბლუსის კაფე „პიატოში“ უკრაინელი ავტორების წიგნების პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

„უკრაინელი ხალხისა და მათი გმირული ბრძოლისადმი სოლიდარობის ნიშნად გამომცემლობა „სიესტამ“ ქართველი მკითხველისთვის ორი ახალგაზრდა უკრაინელი მწერლის, კატერინა ბაბკინასა და არტემ ჩეხის გაცნობით დაიწყო თავისი ახალი სერია - „თანამედროვე უცხოური პროზა“. ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 24 თებერვალს 17:00 საათზე სწორედ ამ ავტორების წიგნებს წარმოგვიდგენენ გამომცემელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, „სიესტის“ მთავარი რედაქტორი დავით კაკაბაძე და მთარგმნელები სიფიო ჩხატარაშვილი, ნინო ნასყიდაშვილი და ივანე მჭედელაძე,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ღონისძიების პარალელურად, დაგეგმილია ამჟამად თბილისში მცხოვრები ოდესელი ფოტოგრაფის, დავით გრიგორიანის ნამუშევრების გამოფენა.

| Print |
FaceBook Twitter Google