„ისუზუს“ მარკის 10 ავტობუსი უკვე გურჯაანშია. როგორც მერიაში
speqtri.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული ტრანსპორტი ექსპლუატაციაში,
სავარაუდოდ აპრილიდან შევა.
ამ დროისთვის ცნობილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის
სავარაუდო გრაფიკი. როგორც მერის მოადგილე, კოტე
ბერიძიშვილი ამბობს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, თუკი ხარვეზები
გამოიკვეთება, მარშრუტი დაკორექტირდება.
მასალის გამოყენების პირობები