საზოგადოება
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა
დღეს, 21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1993 წელს, სიმბოლურად, პირველი ქართული გაზეთის - „საქართველოს გაზეთის” (შემდგომში “ქართული გაზეთი”) დაარსების დღეს, ერთობლივად დააწესეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული გაზეთის - “საქართველოს გაზეთის” პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (ძველი სტილით, 8 მარტი) გამოვიდა.


| Print |
FaceBook Twitter Google