გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაზის (აირის) იარაღის,
შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.
მათივე განმარტებით, გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის
შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო.
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის
ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და
რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს
გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა მომსახურების
სააგენტოში, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული
ორგანოდან თანხმობა წარადგინოს.
დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი
გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე
უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის
შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს. გადაწყვეტილება
განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის
არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის
შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება თანხმობის
გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს."- ნათქვამია
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები