შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ავტომობილების წინა გვერდითა
საქარე მინების დამუქება უფრო მკვეთრადაა შესაძლებელი.
შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა
ბრძანება, რომლითაც მანქანის მინების დამუქების
რეგულაციები იცვლება, 2 ივლისს გამოსცა.
ახალი ბრძანების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური
ნებართვის გარეშე ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინების
დამუქება 40%-ის ნაცვლად, 60%-ით ხდება შესაძლებელი.
უცვლელი რჩება წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე
დაწესებული შეზღუდვები:
- წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია
30%-მდე;
- უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე.
ცნობისთვის, ავტომობილის მინებში შუქგამტარობას საპატრულო პოლიცია
სპეციალური მოწყობილობით ამოწმებს. დადგენილი წესის დარღვევისთვის
ჯარიმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის
გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები