საზოგადოება
განცხადებების დაწერა "პირადი სურვილის საფუძველზე" გრძელდება
zaza jadugishviliარასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის "გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების" სამასხურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზაზა ჯადუგიშვილი დაინიშნა. მისი წინამორბედი თამაზ აბრამიშვილი კი, სავარაუდოდ, დირექტორის მოადგილედ გადავა. როგორც თვითონ განმარტა, თანამდებობა დასვენების მიზნით პირადი სურვილის საფუძველზე დატოვა. -"დავიღალე, ალბათ ეხლა დავისვენებ. ეს თანამდებობა 2011 წლის ოქრომბრის თვიდან მეკავა," _ გვითხრა თამაზ აბრამიშვილმა. ზაზა ჯადუგიშვილი კი აღნიშნავს, რომ დასაქმების თაობაზე გამგეობაში განცხადება ჰქონდა შეტანილი, მისი კანდიდატურა სწორედ ამის საფუძვლზე შეარჩიეს. -"განცხადება დავტოვე გამგეობაში. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ იმსჯელა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. წლების მანძილზე მელიორაციისა და წყალთამეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი, ასევე ტრესტის მმართველის მოადგილე. ასე თუ ისე, სოფლის წყლებთანაც რაღაც შეხება მაქვს და სამუშაოს თავს გავართმევ," _ განმარტა ზაზა ჯადუგიშვილმა. აღნიშნული სიახლე 27 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google