საზოგადოება
ნებართვის გარეშე დაწყებული სამუშაოები
ქალაქ გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც ბენზინგასამართი სადგური "მარშალი" ფუნქციონირებდა, ამჟამად გაზგასამართი სადგური კეთდება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტი ჯერ არ განუხილავთ, თუმცა, ტრასის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
თავისუფლებისა და ქოროღლიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ადგილობრივები მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ.

-"ასეთ მჭიდრო დასახლებულ უბანში გაზგასამართი სადგურის გაკეთება დაუშვებელია. ხომ შეიძლება აფეთქდეს და მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლიც მოჰყვეს. ზაფხულში სუფთა ჰაერზე გარეთ გამოვდივარ, რომ ვენახიდან დაბრუნებულმა ცოტა სული მოვითქვა და ალბათ ისეთი სუნი იქნება, რომ ამის საშუალებაც აღარ გვექნება.

მე აქვე რამდენიმე მეტრში ვცხოვრობ. თავიდან ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს სახლი მოგვყიდეო, ეტყობა იქ უნდოდათ გაეკეთებინათ კალონკა. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, ქალი აქ დავბერდი და ეხლა სად წავალ?! უბანში არ იცოდნენ, რომ ასეთი რაღაც კეთდებოდა, როცა გაიგეს, ამის გამო ყველა შეშფოთდა," _ გვითხრა მედიკო ხუროშვილმა.

პაატა ზაკალაშვილის თქმით, თუკი ამ ადგილას გაზგასამართი სადგური დაიწყებს მუშაობას, ალბათ, საცხოვრებლის შეცვლა მოუწევს.

- "თუ აქ გაზის კალონკას გააკეთებენ, აქ ისეთი ხმაური იქნება, ვერც ერთ ღამეს ვერ დავიძინებ. მირჩევია სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად, ვიდრე ყოველდღე ბომბის აფეთქებას ველოდო.

მე მაგ კალონკის მეპატრონეს ვერც ქონებით ვაჯობებ და ვერც ძალაუფლებით."

უბნის მოსახლეობა იმ საშიშროებაზე და უარყოფით მხარეებზე საუბრობს, რაც მომავალში ამ ობიექტის ამუშავებას შეიძლება მოჰყვეს.

-"როდესაც გაზგასამართი სადგური ფუნქციონირებას დაიწყებს, მუდმივად კომპრესორი იქნება ჩართული. ისეთი ხმაური და გუგუნი იქნება, რაც ადამიანის ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედებს. ამის გარდა, ყოველ წუთს მოსალოდნელია, რომ აფეთქდეს და უბედურება დატრიალდეს.

თუნდაც ბაკურციხის მაგალითი გავიხსენოთ, მანქანა რომ აფეთქდა. სუნზე ხომ აღარ არის ლაპარაკი, ზაფხულში ალბათ ფანჯრებსაც ვერ გავხნით. დასახლებული პუნქტია, აქ რომ გაზგასამართი სადგური გაკეთდეს, მუდმივად ხალხმრავლობა და მანქანების რიგები იქნება. ალბათ ბავშვებსაც ვერ გამოვუშვებთ უბანში.

ჩვენ მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც აქ ბენზინის კალონკის აშენება არ გავაპროტესტეთ. თუმცა, მაგას კიდევ არაუშავს, ბენზინის სუნი 10 მეტრზე ვრცელდება და მერე იფანტება, ხოლო გაზი უფრო მეტად მომწამვლელია.

ჩვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, მის მშენებლობას არ დავუშვებდით, მაგრამ ვინ რას გვეკითხება?! ერთის მხრივ სიკეთეა, რომ ხალხს მანქანის "გაზაპრავკება" უნდა და შორს აღარ მოუწევს წასვლა, მაგრამ ეს სიკეთე იმდენად იფარება დანარჩენი ბოროტებით, რომ შეგვიძლია არც კი ჩავთვალოთ," _ გვითხრეს ქოროღლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ქოროღლიშვილისა და თავისუფლების ქუჩის მოსახლეობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შეიტანა.

-"განცხადება გამგეობაში, 24 მაისს შევიტანეთ, რომელზეც 30 ადამიანის ხელმოწერაა დაფიქსირებული. თუ საჭირო გახდა, უფრო მეტ ხელმოწერას მოვაგროვებთ. მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ ამ ადგილას გაზგასამართი სადგური გაკეთდეს, რადგან უბედური შემთხვევისგან არ ვართ დაზღვეული.

თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, არ გავჩერდებით და განცხადებას ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრში გავაგზავნით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ," - გვითხრა ცირა შიშნიაშვილმა.

როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, სამუშაოები უკვე დაწყებულია.

-"მილები კარგა ხანია მოიტანეს. ქვემოთ არხიდან მოსდევენ, გზას თხრიან და ტრუბებს ალაგებენ. არვიცი, ასეთ დასახლებულ ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე ნებართვა როგორ გასცეს?! აქ რომ კომპრესორებს ჩართავენ, დაღლილ-დაქანცულ ხალხს მოსვენება აღარ გვინდა?!" - გვითხრა თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებმა ბესიკ უტიაშვილმა.

გაზეთი "სპექტრი" დაინტერესდა, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან იყო თუ არა გაცემული სამუშაოების დაწყების ნებართვა? ამ კითხვით ობიექტის ამჟამინდელ მფლობელს "შპს "ბუნებრივი აირის" დირექტორს გიორგი ქართლელიშვილს მივმართეთ.

-"სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და როდის დასრულდება ვერ გეტყვით. ტრასის პროექტი უკვე შეტანილია და თანხმობაც მიღებულია. თუ რაიმე საბუთი იყო საჭირო, ყველაფერი მაქვს. პროექტი წარვადგინე და უარი არ მოსულა. ტრასის გამოყვანა შეთანხმებული იყო გამგეობასთან და სამუშაოები ამის შემდეგ დავიწყეთ.

კალონკის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ მოსულა. სტანდარტებს რაც შეეხება, ამას სპეციალური სამსახურები ადგენენ და ნება დართულია. თუ რამე სტანდარტი არის საჭირო, ყველაფერი დაცული იქნება. პროექტი გამგეობაში ერთი თვის წინ შევიტანეთ, მითითებები მოგვცეს, შევასრულეთ და სამუშაოებიც ამის შემდეგ დავიწყეთ," _ გვითხრა მან.

საპირისპიროს ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი.

-"ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის ბრძანების შესაბამისად. რა თქმა უნდა, მანამდე განიხილება წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ადგენს უსაფრთხოების ნორმებს და შესაბამისი მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ პირობებს.

თუ ყველა პირობა დამაკმაყოფილებელია, ნებართვა გაიცემა, თუ არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექნება უარი.

ამ ეტაპზე შემოტანილი აქვთ განცხადება, და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამზადებული აქვთ პროექტი, რომელიც ჯერ არ განხილულა. მას აქვს 20 დღიანი ვადა, განიხილება და როგორც მოგახსენეთ, თუ აკმაყოფილებს ტექნიკურ პირობებს, როგორც მშენებლობის, ისე უსაფრთხოების კუთხით, ნებართვა გაიცემა.

ამაზე პასუხი ალბათ იქით კვირაში გვეცოდინება. არსებობს ნორმატივები, რომლითაც არქიტექტორი იხელმძღვანელებს და პროექტის განხილვის შემდეგ პასუხს თავად გაგცემთ."

ინფორმაციას ტრასის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი.

-"ვიცი, რომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ თანხმობაზე ჯერ არ შემოსულან. ამ ეტაპისთვის რაღაც საბუთების მოგროვება სჭირდებათ და ჩემთან განსახილველად ამის შემდეგ შემოვლენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ვარ. ჩემიდან არანაირი ნებართვა არ არის გაცემული. თქვენგან გავიგე, რომ სამუშაოები დაწყებულია.

ზედამხედველობის სამსახურს აუცილებლად გავგზავნი და ყველაფერს გავარკვევ. სანამ პროექტი არ განიხილება, სამუშაოები არ უნდა დაწყებულიყო. როდესაც საკითხში გავერკვევი და თუ აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უკანონოდ არის დაწყებული, არც ჯარიმის დაწერაა დაგვიანებული," _ გვითხრა მან.

როგორც გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტმა მაია ლიპარტაშვილმა განმარტა, განცხადება გაზგასამართი სადგურის მშენებლობის თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 23 აპრილს შევიდა, ხოლო პროექტი _ 21 მაისს.

დასაშვებია თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა, კონსულტაციისთვის იურისტებს მივმართეთ. მათი თქმით, ძველი სტანდარტები აღარ არსებობს და ახალიც ხშირად იცვლება. ამიტომ, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არაოფიციალურ საუბარში განმარტეს, გაზგასამართი სადგური ქალაქის ან სოფლის გზატკეცილიდან 12-15 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, სამრეწველო შენობიდან _ 20 მეტრით, ხოლო საცხოვრებელი ნაგებობიდან - 25 მეტრით. ადგილობრივების თქმით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, არც ეს სტანდარტებია დაცული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების
სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა. მათ შორის
კახეთის 6 მუნიციპალიტეტზე განსაზღვრულია 18 441 000 ლარი.
მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა. მათ შორის კახეთის 6 მუნიციპალიტეტზე განსაზღვრულია 18 441 000 ლარი.
14:13 / 09.07.2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით,
ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და
თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ
ასაჯაროებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს.
14:31 / 05.07.2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 6 ივლისს, 18:00
საათზე ლაგოდეხში, რანის საფეხბურთო მოედანზე ნაყინის ფესტივალი
გაიმართება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 6 ივლისს, 18:00 საათზე ლაგოდეხში, რანის საფეხბურთო მოედანზე ნაყინის ფესტივალი გაიმართება.
13:22 / 04.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის VI (მეექვსე) საუკუნით დათარიღებულ ძეგლს - შაშიანის
სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის VI (მეექვსე) საუკუნით დათარიღებულ ძეგლს - შაშიანის სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
15:23 / 28.06.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
13:47 / 16-07-2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
15:43 / 09-07-2024
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 2024 წლისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
15:02 / 09-07-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC 2024) ბერლინში ჩავიდა. კონფერენციის გახსნამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გამოხატავს საქართველოს პოზიციას რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
13:18 / 11-06-2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა სპეციალური ანგარიში: “საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ”. ანგარიშის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ხდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა;
13:17 / 10-06-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 26 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 26 °C
img
სიღნაღი 16 / 27 °C
img
ლაგოდეხი 16 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 26 °C
img
თელავი 16 / 24 °C
img
ახმეტა 16 / 24 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.