საზოგადოება
ნადირაშვილების ოჯახის შემაძრწუნებელი ქრონიკა [VIDEO]
PLAYER_GET_VIDEOFLASH

სოფელ გურჯაანში მცხოვრები თამაზ ნადირაშვილის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია. სახლს, სადაც ოთხი ადამიანი ცხოვრობს, არც ჭერი აქვს, არც იატაკი და არც კარები. როგორც ოჯახის უფროსმა აღნიშნა, დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ნადირაშვილების ოჯახი სამოთახიან უკარფანჯრო შენობაში ცხოვრობს. სკამების მაგივრად "აკუმულატორის" ყუთები უდგათ. ამას გარდა, ჭერი ისეა დაზიანებული, რომ წვიმა ყოველ კუთხეში ჩამოდის, კედლები სველდება და ოთახებში სინესტის სუნი დგას.
-"მიწაზე ვცხოვრობთ, სახლში პოლიც კი არ გვაქვს. ფეჩი კი დავდგით, მაგრამ არც შეშა გვაქვს, მეზობლებმა "ფანერკის" ნაჭრები მომცეს და იმას ვუკეთებთ. ჭერიც ძალიან დაზიანებულია. კოჭები ისეა დამპალი, ზამთარში თოვლი რომ მოვიდეს, თავზე ჩამოგვექცევა. გასულ წლებში გამგეობაში რამდენჯერმე მივაკითხე შიფერზე, მაგრამ უშედეგოდ. ზოგს ისეთს მისცეს, ვისაც არ სჭირდებოდა, წაიღეს და გაყიდეს, მე კიდევ ასე დავრჩი. ათჯერ მაინც მაქვს განცხადება შეტანილი, მაგრამ რად გინდა?"-გვითხრა თამაზ ნადირაშვილმა.

რამდენიმე წლის წინ, გამონაცვალი შიფერი მისცეს, რომელიც მისივე თქმით, ისეა დაჩვრეტილი, რომ წვიმას ვერ იკავებს.
-"წლების წინ თავში რკინა ჩამარტყეს, ინვალიდი ვარ და ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი ინვალიდობის პენსიაა, რომელიც ვალების დასაფარად არ მყოფნის. რამდენი გამგებელიც მოვიდა, დახმარება ყველას ვთხოვე, მაგრამ არავინ არაფერი გაიმეტა. საბავშვო ბაღს შიფერი გადახადეს, 30 ცალი მომცეს, ისიც ნახევრად დამტვრეული, ერთმანეთზე დავალაგე, წყალი მაინც ჩამოდიოდა. ავდექი და გუდრონით დავაწებე, მაგრამ ზაფხულში ის გუდრონი გადნა და წვიმა ისევ ჩამოდის. ამდენი თხოვნით და აქეთ-იქით სირბილით უკვე დავიღალე, ჩემი გაჭირვება გულთან მაინც არავის მიაქვს. ადრე ერთჯერადი დახმარება მოგვცეს, ეგ იყო და ეგ,"- გვითხრა მან.

მის გაჭირვებას შვილის ავადმყოფობაც თან დაერთო, რომლის გამოც ვალები აიღო და დღემდე გაჭირვებით იხდის.
-"მეუღლე და ორი შვილი მყავს. ბიჭი 12-ის გოგო 21 წლის. გოგოს თავში სიმსივნე აქვს და ოპერაცია გავუკეთეთ, ამის გულისთვის 3 ათასამდე ვალი ავიღე. შვილი მიკვდებოდა და მაშ რა მექნა? შვიდი თვეა რაც ამ მდგომარეობაშია. უცებ გახდა ცუდად, ჯერ ვერ იგებდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ თურმე სიმსივნე ჰქონია. თან შვიდი თვის ფეხმძიმეა და ბავშვს ელოდება. ძალიან ძვირიან წამლებს ვაძლევთ, თუ არ მიიღო, ცუდად ხდება. ხანდახან სოფელი მეხმარება, ფულს მიქუჩებენ, რომ წამალი ვიყიდო, მაგრამ როდემდე? იმათაც თავიანთი ოჯახები აქვთ,"-გვითხრა მან.

ოჯახს არც გაზი აქვს და არც წყალი, ყველაფერ ამასთან ერთად დენიც გათიშული აქვთ.
-"200 ლარამდე დავალიანება მაქვს და ვერ ვიხდი. არც წყალი გვაქვს და არც გაზი, უბანში კი არის, მაგრამ ვერ შემომყავს. რა უნდა ვქნათ, წარმოდგენა არ მაქვს. ეხლა ბავშვიც გვეყოლება და რით უნდა გავათბოთ სახლი, არ ვიცი. თვიდან თვემდე მშივრები ვართ, რასაც ჰქვია, მარტო ვარსებობთ. ეხლაც სახლში რომ არაფერი იყო, ცოლ-შვილი, რამდენიმე დღით ნათესავთან გავგზავნე. ბევრჯერ მშიერი დავწოლილვარ, რომ სხვებს ეჭამათ რამე. იქნებ ვინმემ მიიტანოს ჩვენი გასაჭირი გულთან და რამით დაგვეხმარონ,"-გვითხრა მან.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა განმარტა, საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად გამგეობის ბიუჯეტში თანხები არ არის განსაზღვრული.
-"დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს რაც შეუძლია, ეს არის ერთჯერადი დახმარების გაცემა, მედიკამენტებზე და ოპერაციებში თანადაფინანსება. მე მესმის ამ ოჯახის გასაჭირი და გულთანაც მიმაქვს. ჩვენ შეგვიძლია მათ ერთჯერადი დახმარება გავუწიოთ 50-100 ლარის ფარგლებში, რომლითაც საკვებს ან სხვა საჭირო რამეს იყიდიან. მოვახდენთ ასევე წამლების თანადაფინანსებას. რაც შეეხება სახლს, აქ ბევრი ადამიანი მოდის, რომელსაც ანალოგიური მდგომარეობა აქვს. ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ბიუჯეტში თანხები არ არის, მაგრამ ზოგი ამას ვერ იგებს და უკმაყოფილო მიდის. სახურავების შეცვლა, მხოლოდ სტიქიის შემდგომ პერიოდში ხდება. ასეთ დროს კომისია გადის ადგილზე და აღწერას აკეთებს რა დონეზეა დაზიანებული ჭერი. თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, დგება აქტი, იგზავნება ინფრასქტრუქტურის სამინისტროში და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა მიზნობრივი თანხები. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საშუალება ვინმეს სახლი შევუკეთოთ," -აღნიშნა მან.

ემზარ ჯიქურაშვილი იმასაც დაპირდათ, რომ ამ ოჯახის შესახებ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულსაც ჩააყენებს საქმის კურსში, რათა მომავალში, თუკი რამის შესაძლებლობა გამოჩნდება, დახმარება გაუწიონ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.