ბლოგი
დაფა-მარკერი "სპექტრი" და მკითხველის სიყვარული...
ერთი კვირის შემდეგ, სანამ ორშაბათ დილას გაზეთი ჩამოვა და "სპექტრის" სტატიები შავით თეთრზე გაცხადდება, უკვე გასული ერთი კვირაა. წინა ორშაბათს კი ვერცხლისფერ დაფაზე, ლურჯი მარკერით თემების ჩანიშვნა ხდება. ასე კვირიდან კვირამდე, რედაქცია მუშაობს იმისთვის, რომ მკითხველს საინტერესო და აქტუალური სტატიები შესთავაზოს. 2013 წლის პირველი ორშაბათიც სამუშაო დაფაზე მასალების განაწილებით დაიწყო. ჯერ კიდევ ათი წლის წინ არჩეული პრინციპებისთვის "სპექტრს" არც ამ წელს უღალატია. სოციალური ფონი, პოლიტიკა, კვირის ახალი ამბები, საინტერესო ადამიანები-საინტერესო შეფასებებით, გამოკითხვა კვირის აქტუალურ თემაზე, ნიჭიერი ბავშვები,-ეს იმ რუბრიკების ჩამონათვალია, რაზეც ამ ხნის განმავლობაში თქვენთვის სიამოვნებით ვმუშაობთ.

ვცდილობთ, ყველა სტატია კითხვადი და საინტერესო იყოს. "პოლიტიკაში დაბრუნებული ზვიად ყვირალაშვილი და საზოგადოების დამოკიდებულება," "მე მაქვს სიცოცხლის უფლება!" (ლეიკემიით დაავადებული ბავშვების თემა), "ხიდჩატეხილობა საკრებულოს დეპუტატებსა და სოფლის რწმუნებულებს შორის," და სხვა. ეს იმ სტატიების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2013 წელს მოვამზადე და რომ დავფიქრდი, რატომღაც პირველად ისინი გამახსენდა. "ბლიცი" კი ის რუბრიკაა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და "ბლიცის" ყველა რესპონდენტს კიდევ ერთხელ, ახლა უკვე საჯაროდ გადავუხდი მადლობას, იმისთვის, რომ დაგვთანხმდნენ და ჩვენს კითხვებს ღიად უპასუხეს. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რა შეფასებას გააკეთებს მკითხველი. ჩვენ აბსოლუტურად ვითვალისწინებთ თქვენს აზრს, ამიტომ 2014-ის ორშაბათობითაც დაფაზე, მარკერით, ისევ მოინიშნება თემები. თემები მკითხველისთვის-პასუხისმგებლობით და პატივისცემით "სპექტრისგან!" გილოცავთ შობა ახალ-წელს!

ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15.03.2024
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს
განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს,
მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო
ადგილას.
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს, მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას.
13:18 / 07.09.2017
რამდენიმე დღის წინ, ჩემს ძველ ნაწერებს ვათვალიერებდი. აი ისეთებს, თინეიჯერობის დროს თითქმის ყველა რომ წერს, მაგრამ ძირითადად მზის სინათლეს ვერ ნახულობს.
22:36 / 19.10.2015
(ბანაკი თუ...) 3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის
ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე
შვილი.
(ბანაკი თუ...) 3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე შვილი.
18:45 / 08.08.2015
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 24 °C
img
საგარეჯო 13 / 28 °C
img
დ.წყარო 9 / 23 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 24 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.